პროექტი




1.      პროექტის სახელწოდება: ,,ოპერის თეატრში“
2.      პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: კულტურული ძეგლების/ღირსშესანიშნაობების გაცნობა; ოპერის თეატრში მოქცევის წესები;
3.      პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გავაცნო რეგიონში არსებული ღირსშესანიშნავი ადგილები და უკეთ შეიცნონ ოპერის თეატრის მნიშვნელობა.
4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ოპერის თეატრის ნაგებობის არქიტექტურული განლაგების შესწავლა;  სხვა ოპერის ძეგლებთან შედარება; ოპერაში გაერთიანებული სხვა დარგების გამორჩევა;
5.      მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.
6.      ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ფოტოებთან ერთად დაწერენ შთაბეჭდილებებს და გამოაქვეყნებენ სკოლის კედლის გაზეთში;
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეები, მასწავლებლები, ტრანსპორტი, მძღოლი, მშობლები სურვილისამებრ, ფოტო აპარატი, მობილურები;
9.      პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობი): წინასწარ ვუთანხმდებით ქუთაისის ოპერის თეატრის ადმინისტრაციას.  მოსწავლეებთან და სკოლის დირექციასთან შეთანხმებით დაგეგმილ დღეს გავემგზავრებით შემდეგი მარშუტით: სამტრედია- ქუთაისი. მოსწავლეებს სრულყოფილად დავათვალიერებინებთ ოპერის თეატრის შენობას, გამოთქვამენ თავიანთ შთაბეჭდილებას, გადავიღებთ სურათებს და მოვემზადებით ოპერის მოსასმენად; მოსწავლეები მასწავლებლის მიერ ახსნილი ინსტრუქციით დაიცავენ მსმენელის ქცევის წესებს: არ შეიძლება თეატრში ჭამა,  გამოირთოს მობილური ტელეფონი, არ შეიძლება საუბარი და ყურადღების კონცეტრირება სხვა ქმედებით. დასრულების შემდეგ ფეხზე ადგომით და ტაშით გამოხატავენ აპლოდისმენტებს.  
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშრი: მუსიკა
11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლელა გოლიაძე
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lela.goliadze20@gmail.com
13.  პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: lelagoliadze20.blogpot.com

No comments:

Post a Comment

ტრენინგის მეცხრე დღე

     ტრენერმა გაგვაცნო თუ როგორ უნდა წარვადგინოთ საკუთარი პროდუქტი ბლოგზე. გადმოვწერეთ პროდუქტის შაბლონი. გავეცანით ვიდეო გაკვეთილების გვერდ...